იყიდება 1 - საძინებლიანი ბინა პროექტში m² მთაწმინდის პარკთან“, რომელიც ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
ბინას აქვს სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, 1 საძინებელი, 1 სველი წერტილი და აივანი. ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.
პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას და გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურთ ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას. „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.
კომპლექსი განთავსდება 13 წთ. სავალზე თავისუფლების მოედნიდან, რაც შესამჩნევი უპირატესობაა ბევრ თბილისის ცენტრალურ და შუალედურ უბნებთან. კომპლექსს პირდაპირი კავშირი ექნება ინოვაციების ქუჩასთან, რაც მაცხოვრებლებს მობილობის სხვადასხვა შესაძლებლობებს მისცემს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე, მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს კომპლექსს.
პროექტის მახასიათებლები:
- კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო წყლის და სასმელი წყლის ავზებით, ასევე, გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სახანძრო წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, სადარბაზოების, საზოგადოებრივი სივრცის და ტერიტორიის საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
- კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობა, რაც დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს.
- კომპლექსში დაცული იქნება მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი.
-კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
- კომპლექსის მენეჯერის მომსახურება
- 24-საათიანი დაცვა
- დასუფთავება
- გამწვანების მოვლა