ქირავდება საოფისე ფართი სტომატოლოგიური კლინიკისთვის ახალ დასრულებულ კომპლექსში m² ჭავჭავაძეზე.
საოფისე ფართს აქვს ორი ოთახი, ერთი სველი წერტილი და აივანი. არის სრულად გარემონტებული.
თანამედროვე დიზაინის, ბუნებრივი ტრავერტინის ქვით მოპირკეთებული 10-სართულიანი სახლი ჭავჭავაძის 50-ში მდებარეობს. ფასადის მხრიდან პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და მომსახურების ობიექტები. კორპუსის უკან კი განთავსებულია პატარა სკვერი წიწვოვანი ნარგავებით, რაც დამატებითი კომფორტია საცხოვრებელი სახლისთვის.
სახლის უპირატესობებია:
- 24-საათიანი დაცვის სამსახური;
- სადარბაზოების და ლიფტების დასუფთავება;
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
- მიწისქვეშა ავტოსადგომები 2 დონეზე, საავტომობილო ლიფტით;
- დაცული და კეთილმოწყობილი სადარბაზოები.
23%-მდე ენერგოეფექტურობა:
- დათბუნებული კედლები;
- ალუმინის კარ-ფანჯარა;
- ენერგოეფექტური განათება.