m² ბროკერი უძრავი ქონების მართვის კომპანიაა, რომელიც m²-ის, მისი მაცხოვრებლებისა და სხვა პირების უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავების მხარდაჭერას ახორციელებს.
უძრავი ქონება მოიაზრებს:
- მშენებარე და დასრულებულ ბინებს m²-ის კომპლექსებში;
- ახალაშენებულ ან გარემონტებულ ბინებს;
- დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ ბინებს (რემონტი, თეთრი, შავი, მწვანე კარკასი);
- საოფისე და კომერციულ ფართებს.
m² ბროკერის იდეაა თქვენთვის მაქსიმალური კომფორტისა და სანდოობის უზრუნველყოფა, ბინისა და სხვა ტიპის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა/ქირაობა-გაქირავების გზით, იმისათვის, რომ მიიღოთ მოგება, იგრძნოთ თავი სტაბილურად და იცხოვროთ მშვიდად!
ჩვენი ძირითადი ღირებულებებია:
პროფესიონალიზმი
m² ბროკერის პროფესიონალიზმი მდგომარეობს სისწრაფეში, ბაზრის კარგ ცოდნაში, ეფექტურ და დამარწმუნებელ კომუნიკაციაში, კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების თანხვედრაში კლიენტის მოთხოვნებთან.
კომფორტი
კომფორტზე ორიენტაცია ძირითადი ღირებულებაა და ის ასახულია კლიენტის ექსკლუზიურ მომსახურებასა და ისეთი პროცესების უზრუნველყოფაში, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი კლიენტის ყოველდღიური ჩართულობა.
სანდოობა
სანდოობა დაფუძნებულია უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირების 16 წლიან გამოცდილებასა და კლიენტებთან არსებულ ხანგრძლივი ურთიერთობების პოზიტიურ პრაქტიკაზე.