ქირავდება 4-ოთახიანი ბინა კომპლექსში m² ყაზბეგზე.
ბინას აქვს სტუდიოს ტიპის მისაღების ოთახი, 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი და აივანი. ბინა სრულად უზრუნველყოფილია ავეჯით, სამზარეულოს და აბაზანის ტექნიკით.
გამოირჩევა სიმყუდროვით, ხედებით და ძალიან კარგი ადგილმდებარეობით.
m²-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #25-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. კომპლექსის m² ყაზბეგზე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
სხვა უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა - ქალაქის 2 ცენტრალურ გამზირს, ალ ყაზბეგსა და ვაჟა-ფშაველას შორის, ორი მხრიდან საავტომობილო მისასვლელით.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
- 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით.
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.